ხუთშაბათი, 26 ნოემბერი, 2026
დღის მთავარი
26 ნოემბერი, 2026 • 14:25 ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება • 26 ნოემბერი, 2026 • 14:25 ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება • 26 ნოემბერი, 2026 • 14:25 ზაზა შათირიშვილი: ცდილობენ დაამკვიდრონ აღქმა და წარმოდგენა, რომ მხოლოდ ოლიგარქიული გავლენების მორჩილი რომელიმე სახელმწიფოსთან ან ორგანიზაციასთან “პარტნიორობა”, სინამდვილეში კი დაქვემდებარება შეიძლება იყოს ჭეშმარიტი პატრიოტიზმი • 26 ნოემბერი, 2026 • 14:25 ზაზა შათირიშვილი: “დიფ სთეითი” აქტიურად ცდილობს სულ უფრო გაზარდოს იმ ქვეყნებისა თუ ინსტიტუტების რიცხვი, რომელთა მმართველებიც მათ უპირობო მორჩილებაში იქნებიან • 26 ნოემბერი, 2026 • 14:25 ზაზა შათირიშვილი: ოლიგარქიული ოჯახების საბოლოო მიზანია, უდიდესი გლობალური გავლენების მქონე კორპორაციების მუდმივ შიშსა და ეკონომიკურ პრობლემებში აღმოჩენილ ევროპის მოსახლეობას ერთადერთ მხსნელად მოევლინოს, შემდეგ კი საზოგადოებისგან უპირობო აღიარება მიიღოს • 26 ნოემბერი, 2026 • 14:25 ზაზა შათირიშვილი ვრცელ წერილს აქვეყნებს, რომლის შეფასებითაც, ორველისა და ჰაქსლის დისტოპიური მოდელები საზოგადოების ტოტალური კონტროლის იარაღია • 26 ნოემბერი, 2026 • 14:25 ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება • 26 ნოემბერი, 2026 • 14:25 ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება • 26 ნოემბერი, 2026 • 14:25 ზაზა შათირიშვილი: ცდილობენ დაამკვიდრონ აღქმა და წარმოდგენა, რომ მხოლოდ ოლიგარქიული გავლენების მორჩილი რომელიმე სახელმწიფოსთან ან ორგანიზაციასთან “პარტნიორობა”, სინამდვილეში კი დაქვემდებარება შეიძლება იყოს ჭეშმარიტი პატრიოტიზმი • 26 ნოემბერი, 2026 • 14:25 ზაზა შათირიშვილი: “დიფ სთეითი” აქტიურად ცდილობს სულ უფრო გაზარდოს იმ ქვეყნებისა თუ ინსტიტუტების რიცხვი, რომელთა მმართველებიც მათ უპირობო მორჩილებაში იქნებიან • 26 ნოემბერი, 2026 • 14:25 ზაზა შათირიშვილი: ოლიგარქიული ოჯახების საბოლოო მიზანია, უდიდესი გლობალური გავლენების მქონე კორპორაციების მუდმივ შიშსა და ეკონომიკურ პრობლემებში აღმოჩენილ ევროპის მოსახლეობას ერთადერთ მხსნელად მოევლინოს, შემდეგ კი საზოგადოებისგან უპირობო აღიარება მიიღოს • 26 ნოემბერი, 2026 • 14:25 ზაზა შათირიშვილი ვრცელ წერილს აქვეყნებს, რომლის შეფასებითაც, ორველისა და ჰაქსლის დისტოპიური მოდელები საზოგადოების ტოტალური კონტროლის იარაღია •
11 ივლისი, 2026 • 16:31 • ავტორი: admin • 3 ნახვა

ლიზა გეგეჭკორი ოპოზიციის ორმაგ სტანდარტზე: დასავლეთში პოლიციელზე ხელის აწევა და სახელმწიფო შენობაზე თავდასხმა ადგილზე ლიკვიდაციით ისჯება, ჩვენთან 13 წელი მიუსაჯეს ალეკო ელისაშვილს და ესენი კიდევ აღშფოთებას ვერ მალავენ – ეს არის თქვენი რეალური სახე, მზად ხართ, ტერორისტებიც კი გმირებად შერაცხოთ, ოღონდ სახელმწიფო დააზიანოთ

წარმოიდგინეთ აბსურდის და ორმაგი სტანდარტების ის მასშტაბი, რაშიც დღეს ე.წ. „პროევროპული“ ოპოზიცია და მათი ბაბლი გვაცხოვრებენ, უფრო სწორად, უნდათ რომ გვაცხოვრონ,- წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, ალეკო ელისაშვილის სასჯელთან დაკავშირებით ოპოზიციაში შექმნილ აჟიოტაჟზე.

გეგეჭკორის განცხადებით, დასავლურ ქვეყნებში პოლიციელზე ხელის აწევა და სახელმწიფო შენობაზე თავდასხმა ადგილზე ლიკვიდაციით ისჯება, საქართველოში კი 13 წელი მიუსაჯეს ალეკო ელისაშვილს აღნიშნული დანაშაულისთვის. მისივე თქმით, სწორედ ეს არის დღევანდელი ოპოზიციის ნამდვილი სახე, რამდენადაც მათ შეუძლიათ ტერორისტიც კი გმირად გამოაცხადონ, ოღონდ როგორმე სახელმწიფო დააზიანონ.

“წარმოიდგინეთ აბსურდის და ორმაგი სტანდარტების ის მასშტაბი, რაშიც დღეს ე.წ. „პროევროპული“ ოპოზიცია და მათი ბაბლი გვაცხოვრებენ, უფრო სწორად, უნდათ რომ გვაცხოვრონ.
ალეკო ელისაშვილი მიდის, გამიზნულად ყიდულობს ბენზინს, როგორც უკანასკნელი ნაძირალა შუაღამისას მალულად იპარება სასამართლოს შენობაში და ცდილობს მის გადაწვას. ეს არ არის უბრალო ვანდალიზმი ან პროტესტი, ეს არის სისხლის სამართლის უმძიმესი დანაშაული, პირდაპირი ტერორისტული აქტი და შეტევა სახელმწიფო ინსტიტუციაზე!
მაგრამ ყველაზე შემზარავი ამ ისტორიაში სხვა რამეა, რასაც ეს პოლიტიკოსებად თუ უფლებადამცველად მოკატუნებული ხალხი შეგნებულად თავს არიდებს: ამ შენობაში იმ წუთებში იმყოფებოდნენ ცოცხალი ადამიანები, დაცვის თანამშრომლები, რომლებიც უბრალოდ საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ და ოჯახში ლუკმა-პური მიჰქონდათ. ერთი იქნებ ამ ხალხის ოჯახსაც ჰკითხოთ განსაკუთრებით გულაჩუყებულებმა, რას ფიქრობენ როცა ნახეს რა საშინელებას გადარჩნენ მათი ოჯახის წევრები! ელისაშვილმა არა მხოლოდ ცეცხლის წაკიდება სცადა შენობისთვის, არამედ პირდაპირ, ფიზიკურად დაუპირისპირდა დაცვის პოლიციელს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. კაცი ფაქტობრივად შეიჭრა ადამიანების ცოცხლად გამოსაწვავად. გუშინ თითონ თქვა არ გამომივიდა რაც მქონდა ჩაფიქრებულიო, ვინმეს გაქვთ გარანტია „გულჩვილებისგან,“ რა ტრაგედია შეიძლებოდა დამდგარიყო რომ გამოსვლოდა ჩაფიქრებული?!
და ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც სასამართლომ სრულიად კანონზომიერად და ადექვატურად 13 წელი მიუსაჯა, გამოცვივდნენ ჩვენი ფსევდოდემოკრატები, მორალისტები და დაიწყეს თმების გლეჯა, ეს რა უქნეს, როგორ გაიმეტეს პოლიტიკური ნიშნითო.
ვის ატყუებთ, თქვე უტიფრებო? ერთი წამით წარმოიდგინეთ, ზუსტად იგივე ქმედება ვინმეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში რომ ჩაედინა. შუაღამეს, ბენზინით ხელში რომ შევარდნილიყო ფედერალურ სასამართლოში, ბენზინის დასხმა დაეწყო და პოლიციელისთვის ეცემა. ხომ ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ სასამართლომდე საერთოდ ვერ მიაღწევდა?! დაცვა იქვე, ადგილზე დაცხრილავდა და ეს ოფიციალურად ჩაითვლებოდა ტერორისტის ლიკვიდაციად.
დასავლეთში პოლიციელზე ხელის აწევა და სახელმწიფო შენობაზე თავდასხმა ადგილზე ლიკვიდაციით ისჯება, ჩვენთან კი 13 წელი მიუსაჯეს და ესენი კიდევ აღშფოთებას ვერ მალავენ. ეს არის თქვენი რეალური სახე, მზად ხართ, ტერორისტებიც კი გმირებად შერაცხოთ, ოღონდ სახელმწიფო დააზიანოთ, თუმცა ამის უფლებას არავინ არ მოგცემთ!”-წერს ლიზა გეგეჭკორი.

გააზიარეთ სიახლე:
Facebook-ზე გაზიარება

სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები

ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება
26 ნოემბერი, 2026 • 14:25

ზაზა შათირიშვილი: ცდილობენ დაამკვიდრონ აღქმა და წარმოდგენა, რომ მხოლოდ ოლიგარქიული გავლენების მორჩილი რომელიმე სახელმწიფოსთან ან ორგანიზაციასთან “პარტნიორობა”, სინამდვილეში კი დაქვემდებარება შეიძლება იყოს ჭეშმარიტი პატრიოტიზმი

ზაზა შათირიშვილი: “დიფ სთეითი” აქტიურად ცდილობს სულ უფრო გაზარდოს იმ ქვეყნებისა თუ ინსტიტუტების რიცხვი, რომელთა მმართველებიც მათ უპირობო მორჩილებაში იქნებიან
26 ნოემბერი, 2026 • 14:25

ზაზა შათირიშვილი: “დიფ სთეითი” აქტიურად ცდილობს სულ უფრო გაზარდოს იმ ქვეყნებისა თუ ინსტიტუტების რიცხვი, რომელთა მმართველებიც მათ უპირობო მორჩილებაში იქნებიან